შპს „ვე ვე ეს“-ის კონფიდენციალობის დაცვის დებულება/პოლიტიკა

წინამდებარე კონფიდენციალობის დაცვის დებულება/პოლიტიკა (“დებულება”) ეხება შპს „ვე ვე ეს“–ს (sursati.ge), (შემდგომში წოდებული "ჩვენ"). „sursati.ge“-ში, ჩვენი მიზანია ცნობილი პროდუქტების, მომსახურებების და გამოცდილების მოწოდება საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვაფასებთ თქვენს საქმიანობას და განსაკუთრებით თქვენს ერთგულებას. ვაცნობიერებთ, რომ კონფიდენციალობის დაცვა მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ შევიმუშავეთ წინამდებარე პოლიტიკა იმისათვის, რომ განვმარტოთ იმ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესები, რომელიც შევაგროვეთ თქვენგან ან თქვენს შესახებ მოცემულ ვებ-გვერდზე ან ჩვენი პროგრამების მეშვეობით, ზეპირი თუ წერილობითი კომუნიკაციებით ჩვენთან, თქვენი ვიზიტისას ერთ–ერთ ჩვენს საკუთრებაში/ობიექტზე ან სხვა წყაროებიდან.

ჩვენი პროდუქტების ან მომსახურებების გამოყენებით და/ან ამ დებულებაზე თანხმობით, მაგ. ნებისმიერი ჩვენი პროდუქტის ან მომსახურების რეგისტრაციის თვალსაზრისით, თქვენ აღიარებთ და თანახმა ხართ, რომ შევაგროვოთ და გამოვიყენოთ პერსონალური მონაცემები, როგორც აღწერილია წინამდებარე დებულებაში.   

დააწკაპუნეთ ერთ-ერთ ბმულს ქვემოთ კონკრეტულ ნაწილში  გადასასვლელად:

  • პერსონალური მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ;
  • პერსონალური მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ მესამე მხარეებისგან
  • თქვენს შესახებ შეგროვებული პერსონალური მონაცემების გამოყენება;  
  • პერსონალური მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვაზიარებთ;
  • სხვა ინფორმაცია
  • სენსიტიური/კონფიდენციალური ინფორმაცია
  • პერსონალური მონაცემები ბავშვებისგან
  • მობილური და ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული მომსახურებები;
  • ბმულები მესამე მხარის ვებ-გვერდებზე და მომსახურებებზე;
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემა
  • თქვენი პერსონალური მონაცემების ცვლილება და წვდომა;
  • პერსონალური მონაცემების შენახვა
  • არჩევანი - მარკეტინგული კომუნიკაციები
  • დებულების მოდიფიკაციები
  • დაგვიკავშირდით
  • ჰილტონის კონფიდენციალობის დებულების გადახედვა

 

პერსონალური მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ

ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს თითოეულ საკონტაქტო წერტილში ან მომხმარებელთან ურთიერთობისას და ჩვენი ბიზნესის თითოეული საკითხის წარმოებისას, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ პერსონალური მონაცემები.   პერსონალური მონაცემები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: თქვენი სახელი, საფოსტო მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ინფორმაცია თქვენს მიერ; ინფორმაცია პროდუქტების და მომსახურებების შესყიდვის და მიღების შესახებ; პერსონალური მახასიათებლები, მოქალაქეობა, პასპორტის ნომერი და გაცემის ადგილი და თარიღი;  მომსახურებით სარგებლობის ისტორია; საგადახდო მონაცემები, როგორიცაა თქვენი საგადახდო ბარათის ნომერი და სხვა საბარათე ინფორმაცია; მომხმარებლის პრივილეგიები; მარკეტინგული და საკომუნიკაციო უპირატესობები; შეფასებები და მოსაზრებები ჩვენი ბრენდების ან ობიექტების შესახებ (თუ ისინი დაკავშირებულია თქვენთან); სხვა ტიპის ინფორმაცია, რომელსაც მოგვაწვდით ან რომელიც შესაძლოა მოვიპოვოთ თქვენს შესახებ.                                                                                                                                                        

ჩვენ ასევე შესაძლოა შევაგროვოთ ინფორმაცია საუბრებთან დაკავშირებით, მათ შორის კლიენტის მომსახურების სატელეფონო საუბრების ჩანაწერები  ან განახორციელოთ მონიტორინგი ხარისხის გარანტიის და ტრენინგის მიზნებისთვის და სხვა კომუნიკაციები, როგორიცაა  პროგრამის შეტყობინებები და  SMS.                                                                                                                                                                          

გარდა ამისა, ჩვენ ვაგროვებთ სხვა პერსონალურ მონაცემებს, იმ კონკრეტულ შემთხვევებში, როგორიცაა:                                                                                                                                              

  • კვლევები: შესაძლოა მოგთხოვოთ დემოგრაფიული მონაცემები ან სხვა პერსონალური მონაცემები კლიენტის კვლევების პროცესში.   
  • მონაცემთა შეგროვება ობიექტში:  ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს ჩვენ ობიექტებში რეგისტრაციის დროს, მათ შორის ისეთ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა მოთხოვნილ იქნას ადგილობრივი კანონმდებლობით.   ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ ვიდეოთვალთვალის სისტემა და სხვა დაცვის ზომები ჩვენს ობიექტებში, რომელიც დააფიქსირებს ან  ჩაიწერს სტუმრების და ვიზიტორების გამოსახულებებს  საერთო სარგებლობის ზონებში, ასევე ინფორმაცია თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ ჩვენს ობიექტებზე ყოფნის დროს (ბარათი-გასაღები და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით). ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ ვიდეოთვალთვალის სისტემა და სხვა ტექნოლოგიები, რომელიც იწერს ხმას ან ვიდეოს ჩვენი პერსონალის, სტუმრების და ვიზიტორების დაცვის მიზნით ჩვენს ობიექტებზე, სადაც ეს ნებადართულია კანონით.                                                                                                              
  • სოციალური ქსელი: თუ გადაწყვეტთ მონაწილეობის მიღებას  sursati.ge“ დაფინანსებულ სოციალური ქსელის აქტივობებში ან შეთავაზებებში, უფლება გვაქვს შევაგროვოთ კონკრეტული ინფორმაცია თქვენი სოციალური ქსელის ანგარიშიდან თქვენი პარამეტრების შესაბამისად სოციალური ქსელის ფარგლებში, როგორიცაა ადგილმდებარეობა, განთავსება/რეგისტრაცია, აქტივობები, ინტერესები, ფოტოები, სტატუსის განახლებები და მეგობრების ჩამონათვალი. ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ კონკურსებში მონაწილეობის საშუალება ფოტოების წარდგენის გზით, როგორიცაა თქვენი სურსატი.გე-ს მომსახურებით სარგებლობის ამსახველი ფოტო, რომლის გაზიარება შეგიძლიათ თქვენს სოციალურ ქსელში ხმებისთვის, გაზიარებული შეთავაზებების ან სხვა სარეკლამო კამპანიებისთვის.                                                                                                       
  • გაგზავნა მეგობრისთვის:  პერიოდულად შესაძლოა შემოგთავაზოთ და მოგცეთ შესაძლებლობა გაუგზავნოთ ელექტრონული ღია ბარათი ან სხვაგვარად გაუზიაროთ „მესიჯი“ მეგობარს, ინტერნეტის ან მობილური მოწყობილობის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, მოგთხოვთ მიმღების სახელს და ელ-ფოსტის მისამართს, თქვენს მიერ არჩეული შეტყობინების ტექსტთან ერთად.  ამ შესაძლებლობის გამოყენებით, თქვენ აცხადებთ, რომ გაქვთ უფლება გამოიყენოთ და მოგვაწოდოთ მიმღების სახელი და ელ-ფოსტის მისამართი აღნიშნული მიზნისთვის. .                                                                                                                  
  • განცხადებები სამუშაოზე მიღების თაობაზე:  იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ გამოიყენოთ ინტერნეტი  sursati.ge-ში დასაქმებისათვის, იხილეთ ჩვენი განმცხადებლის კონფიდენციალობის დაცვის პოლიტიკა.

ჩვენს მიერ უშუალოდ თქვენგან შეგროვებული ინფორმაციის გარდა, ასევე შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ან ჩვენს მიერ შეგროვებული სხვა ინფორმაციიდან.   

პერსონალური მონაცემები, რომელიც შევაგროვეთ მესამე მხარეებისგან

ჩვენ ასევე უფლება გვაქვს შევაგროვოთ პერსონალური ინფორმაცია თქვენს შესახებ მესამე მხარეებისგან, მათ შორის ინფორმაცია საგადახდო ბარათიდან, და სხვა პარტნიორებისგან; თქვენი სოციალური ქსელიდან, თქვენი პარამეტრების შესაბამისად ასეთ ქსელზე; და სხვა დამოუკიდებელი წყაროებიდან, რომლებსაც გააჩნიათ ჩვენთვის თქვენი მონაცემების გაზიარების კანონიერი უფლებამოსილება. ჩვენ ვიყენებთ და ვაზიარებთ აღნიშნულ ინფორმაციას   (და შესაძლოა დავურთოთ ეს ინფორმაცია თქვენს შესახებ ფაილში არსებულ სხვა ინფორმაციას) წინამდებარე დებულებაში აღწერილი მიზნებისთვის.   

თქვენს შესახებ შეგროვებული პერსონალური მონაცემების გამოყენება

ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის იმ მომსახურებების უზრუნველყოფისა და პერსონალიზაციისთვის, რომელსაც მოითხოვთ და ელოდებით „sursati.ge-სგან იმისათვის, რომ შემოგთავაზოთ  სასურველი დონის მომსახურება, sursati.ge”-ს წევრობის პროგრამის მართვისთვის, პირდაპირი მარკეტინგული და გაყიდვების სარეკლამო ღონისძიებების ჩატარებისა და სხვა მიზნებისთვის, როგორც ეს უფრო დეტალურად აღწერილია ქვემოთ. ჩვენ მოვიპოვებთ თქვენს თანხმობას თქვენი მონაცემების დამუშავებამდე, მოქმედი კანონით მოთხოვნილ ფარგლებში. 

ვალდებულნი ვართ შევაგროვოთ კონკრეტული მონაცემები, მათ შორის თქვენი სახელი, მისამართი და საგადახდო ინფორმაცია თქვენი შეკვეთის დამუშავების მიზნით. ამ ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში ჩვენ არ შეგვეძლება დავამუშაოთ თქვენი შეკვეთა.      

  • მომსახურების ადმინისტრაცია: ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მოანცემებს პროგრამების მართვის მიზნით, რომელშიც თქვენ მონაწილეობთ, მათ შორის ვუზრუნველყოფთ თქვენს წვდომას თქვენი ანგარიშების ინფორმაციაზე, როგორიცაა ანაზღაურების სტატუსი და შეთავაზებები, რისთვისაც შესაფერისი ხართ; ასევე მომსახურებების გაწევისთვის ასეთი პროგრამის ფარგლებში; პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობის მინიჭებისთვის ობიექტებს შორის „შპს ვე ვე ეს“-ის ბრენდების პორტფელის ფარგლებში; და თქვენსა და „შპს ვე ვე ეს“-ის ბრენდების პორტფელს შორის და ასევე მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობისთვის.
  • მარკეტინგი და კომუნიკაციები: დაშვებულ ფარგლებში შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები იმისათვის, რომ მოგაწოდოთ და შემოგთავაზოთ საინფორმაციო ბიულეტენები, რეკლამები და განსაკუთრებული სპეციალური წინადადებები, ასევე სხვა მარკეტინგული შეტყობინებები თქვენს მიერ მითითებული ნებისმიერი საკომუნიკაციო პარამეტრების შესაბამისად.   ჩვენ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს იმისათვის, რომ მოგაწოდოთ შეტყობინებები, გაფრთხილებები და შეკვეთის დადასტურებები; გამოგიგზავნოთ მარკეტინგული შეტყობინებები და ჩავატაროთ კვლევები, გათამაშება და სხვა აქტივობები.  ჩვენ შესაძლოა მოგაწოდოთ ეს კომუნიკაციები ელ-ფოსტით, ჩვეულებრივი ფოსტით, ონლაინ-რეკლამით, სოციალური მედიით, ტელეფონით, ფაქსით, ტექსტური შეტყობინებით (მათ შორის  SMS და MMS), push- შეტყობინებებით, პროგრამული შეტყობინებებით და სხვა საშუალებებით (მათ შორის ობიექტში შეტყობინებებით, როგორიცაა ტელევიზორი ობიექტებში). თქვენი თანხმობით, ჩვენ ასევე ვიყენებთ მომხმარებლის კონტენტს (როგორიცაა ფოტოები) სოციალური ქსელიდან მაკეტური რეკლამის მოსაწოდებლად ან ჩვენს ვებ-გვერდზე და პროგრამულ საშუალებებში. ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი საგადახდო ბარათიდან, რომელიც შეიძლება დაერთოს პერსონალურ მონაცემებს და გამოყენებულ იქნას „sursati.ge-ის ან მისი ბიზნეს პარტნიორების მიერ  იმის დასადგენად თუ რა სახის ბარათი გაქვთ, არის თუ არა ეს „sursati.ge-ის ერთობლივი საბრენდო ბარათი და/ან ბარათის ბანკი ან ქსელი; და იმისათვის, რომ გამოგიგზავნოთ მიზნობრივი მარკეტინგული შეტყობინება თქვენი გადახდის მეთოდის საფუძველზე და საკომუნიკაციო პარამეტრების შესაბამისად. ასევე შესაძლოა ვითანამშრომლოთ მესამე მხარეებთან იმის დასადგენად, აქვს თუ არა ჩვენს გვერდზე ვიზიტორს „ქეშბექის“ შეთავაზება მათ საგადახდო ბარათთან დაკავშირებით და ვიზიტორისთვის რეკლამის და ინფორმაციის მისაწოდებლად, სადაც განმარტებულია როგორ უნდა გამოიყენოს ასეთი შეთავაზება „sursati.ge-ის ბრენდების პორტფელის ფარგლებში არსებულ სავაჭრო ობიექტებში.    
  • მომსახურების გაუმჯობესობა: ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემი „sursati.ge-ის მომსახურებების გაუმჯობესების და იმის უზრუნველყოფის მიზნით, რომ ჩვენი გვერდი, პროდუქტები და მომსახურებები თქვენთვის საინტერესო იყოს.     
  • მონაცემთა სისწორე, ანალიტიკა და პერსონალიზაცია: შეგვიძლია გავაერთიანოთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებისგან მიღებულ მონაცემებთან ინფორმაციის განახლების და ანალიტიკის მიზნებისთვის. ასევე ვეყრდნობით ინფორმაციას მესამე მხარეებისგან უკეთესი, უფრო მეტად პერსონალიზირებული მომსახურების გაწევის მიზნით. მაგალითად, თუ თქვენს სოციალურ ქსელს ან სხვა ქსელს მიუერთებთ ჩვენს მომსახურებებს, შეგვეძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია იმისათვის, რომ თქვენი შთაბეჭდილებები ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას გავხადოთ უფრო პერსონალური და სოციალური ან გავაზიაროთ და გამოვიყენოთ ასეთი ინფორმაცია ისე, როგორც წარმოდგენილია ამ დებულებაში.   

პერსონალური მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვაზიარებთ

იმისათვის, რომ შემოგთავაზოთ მოსალოდნელი და საუკეთესო დონის მომსახურება, შეგვიძლია გავაზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მომსახურების პროვაიდერებს და სხვა მესამე მხარეებს შორის, როგორც ეს დეტალურად წარმოდგენილია ქვემოთ: 

  • ბიზნეს პარტნიორები:  შესაძლოა ვითანამშრომლოთ სხვა კომპანიებთან იმისათვის, რომ მოგაწოდოთ პროდუქტები, მომსახურებები ან შეთავაზებები ჩვენს მაღაზიაში თქვენი შთაბეჭდილებების საფუძველზე და შესაბამისად გავუზიაროთ თქვენი მონაცემები ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს. ასევე შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები, როგორიცაა ელ-ფოსტის მისამართი, ჩვენს პარტნიორებს იმისათვის, რომ დავეხმაროთ მათ ერთობლივ მარკეტინგში მონაწილეობაში. ასევე შესაძლოა ვითანამშრომლოთ მესამე მხარეებთან, როგორიცაა საგადახდო ბარათის პარტნიორები, იმისათვის რომ ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს მოგვეცეს ჩვენი გაზიარებული კლიენტებისთვის რეკლამების მიწოდების შესაძლებლობა. ჩვენს პარტნიორებს შეეძლებათ უფრო რელევანტური შეთავაზებების მოწოდება თქვენთვის იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ჩვენ გავაზიარებთ თქვენი შთაბეჭდილებების შესახებ ჩვენს მაღაზიაზე, მომსახურებაზე ან შემოთავაზებულ პროდუქციაზე, ასევე ინფორმაციის საფუძველზე თქვენს sursati.ge-ს პროფილში.  გარდა ამისა, შესაძლოა მესამე-მხარე პარტნიორებს მივცეთ თქვენი ამოცნობის საშუალება სერვისის სრულყოფილად მიწოდების მიზნით.  შეგვიძლია გავაზიაროთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართის ჰეშირებული ვერსია მესამე მხარეებთან, არსებული უსაფრთხოების ზომების გამოყენებით, რომლებსაც შეუძლიათ შეუსაბამონ ის თავიანთ ელ-ფოსტის მისამართების ჰეშირებულ ვერსიებს, იმისათვის, რომ შეძლონ ონლაინ და ელ-ფოსტის რეკლამების გამოგზავნა თქვენთვის ჩვენი სახელით.
  • პრომოაქციების თანა-სპონსორები:  ჩვენ ერთობლივად ვაფინანსებთ პრომოაქციებს და სხვა კონკურსებს სხვა კომპანიებთან ერთად და წარმოვადგენთ პრიზებს სხვა კომპანიების მიერ დაფინასნსებული კონკურსებისთვის. თუ თქვენ მონაწილეობას მიიღებთ ერთ-ერთ ასეთ კონკურსში, შეგვიძლია გავუზიაროთ თქვენი მონაცემები თანა-სპონსორს ან მესამე მხარე სპონსორს.  
  • მომსახურების პროვაიდერები:  ჩვენ ვეყრდნობით მესამე მხარეებს ჩვენი სახელით უზრუნველყონ მომსახურებები და პროდუქტები და შესაბამისად  შეგვიძლია გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები მათ.  ზოგადად, ჩვენი მომსახურების პროვაიდერები კონტრაქტით არიან ვალდებულნი დაიცვან თქვენი პერსონალური მონაცემები და არ აქვთ უფლება სხვაგვარად გამოიყენონან გაავრცელონ თქვენი პერსონალური მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამას კანონი მოითხოვს. თუმცა, ჩვენს თაღლითობის გამოვლენის მომსახურების პროვაიდერებს უფლება აქვთ გამოიყენონ, თუმცა არ გაავრცელონ, თქვენი პერსონალური მონაცემები თაღლითობის გამოვლენის მიზნებისთვის. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ მომსახურების პროვაიდერები ახალი ამბების შეტყობინების და სარეკლამო და ტრანზაქციული მასალების მოწოდებისთვის ჩვენი სახელით, მათ შორის პერსონალიზებული ონლაინ და მობილური სარეკლამო მასალის მოწოდებისთვის თქვენი პარამეტრების და მოქმედი კანონის შესაბამისად.  გთხოვთ იხილეთ ჩვენი Cookies Statement დამატებითი ინფორმაციისთვის.. sursati.ge“ თანამშრომლობს მხოლოდ მხარეებთან, რომელიც  სთავაზობს ასეთი რეკლამის მიღებაზე უარის მეთოდს.  ასევე შეგვიძლია გავუზიაროთ ინფორმაცია მომსახურების პროვაიდერებს იმისათვის, რომ შექმნათ მარშრუტები, ჩვენს მიერ თქვენთვის პერსონალიზირებული ჩამონათვალიდან ვებ-გვერდების, აქტივობების და რესტორნების შერჩევის საფუძველზე, თქვენი უპირატესობების და მესამე მხარის მონაცემების საფუძველზე. 
  • ბიზნეს გარიგებები:  ბიზნესის განვითარების ფარგლებში, შესაძლოა გავყიდოთ, ვიყიდოთ ბიზნესი ან აქტივები ან მოვახდინოთ მათი რესტრუქტურიზაცია ან რეორგანიზაცია.   ასეთ გარემოებებში, „sursati.ge“-ს შეუძლია გადასცეს, მიყიდოს ან დაუთმოს შეგროვებული ინფორმაცია, მათ შორის და არა მხოლოდ სხვა ინფორმაცია (რომელიც აღწერილია ქვემოთ) და პერსონალური მონაცემები ერთ ან მეტ აფილირებულ ან არააფილირებულ მესამე მხარეებს აღნიშნულ ბიზნეს გარიგებებთან დაკავშირებით. ადგილობრივი კანონით მოთხოვნილ ფარგლებში, პერსონალური მონაცემების გადაცემის განზრახვის შესახებ შეტყობინებას გავუგზავნით (ამ მიზნით) მესამე მხარეს და განვარტავთ როგორ შეგიძლიათ პროტესტის გამოხატვა ასეთ გადაცემასთან დაკავშირებით. 
  • სხვა:  გარდა ამისა, „sursati.ge-ს უფლება აქვს გაამჟღავნოს ინფორმაცია: (i) მოქმედი კანონმდებლობის დაცვის, (ii) სამთავრობო გამოკითხვებზე ან სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნებზე პასუხის გაცემის;  (iii) კანონიერი სასამართლო პროცესების შესაბამისობის, (iv) sursati.ge“-ს, მომხმარებლების, თანამშრომლების ან საზოგადოების უფლებების, კონფიდენციალობის, უსაფრთხოების ან ქონების დაცვის, (v) ჩვენთვის არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების ან პოტენციური ზიანის შეზღუდვის უფლების მონიჭების, (vi) ჩვენი ვებ-გვერდების პირობების და დებულებების განხორციელების და (vii) საგანგებო სიტუაციებში რეაგირების მიზნით.  

სხვა ინფორმაცია

როდესაც ეწვევით და იყენებთ „sursati.ge“-ს ვებ-გვერდს და პროგრამულ საშუალებებს, ჩვენ ვაგროვებთ სხვა ინფორმაციას, რომელიც არ ახდენს თქვენს პირდაპირ იდენტიფიკაციას, თქვენს მიერ ვებ-გვერდის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორიცაა იმ გვერდების კატალოგი, რომელსაც ეწვიეთ და ასევე განვსაზღვრავთ ჩვენს ვებ-გვერდებზე თქვენი ვიზიტების რაოდენობას (“სხვა ინფორმაცია”). ჩვენ ვიყენებთ სხვა ინფორმაციას, ასევე მესამე მხარეებისგან მიღებულ მონაცემებს თქვენთვის ელ-ფოსტის, ონლაინ (ჩვენს საიტებზე და სხვა საიტებზე) და მობილური რეკლამების მოწოდების მიზნით. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ინფორმაცია იმისათვის, რომ გარეშე პარტნიორებმა შეძლონ თქვენი, როგორც  “sursati.ge”-ს წევრის ამოცნობა, როდესაც ეწვევით პარტნიორის ვებ-გვერდს ან პროგრამულ საშუალებებს ან როგორც მათი ერთ-ერთი კლიენტის ამოცნობა, როდესაც ეწვევით „sursati.ge“-ს ვებ-გვერდს ან პროგრამულ საშუალებებს, უფრო რელევანტური შეთავაზებების გაკეთების მიზნით თქვენთვის.  

ჩვენ ვიყენებთ კუკი-ფაილებს (საიდენტიფიკაციო ფაილები) და სხვა ტექნოლოგიებს (როგორიცაა  პიქსელური ტეგები,” “ვებ-ხოჭოები,” “სუფთა GIFs”, ბმულები ელ-ფოსტებში, ჯავასკრიპტი, Google ან Apple მიერ მინიჭებული მოწყობილობის IDs ან მსგავსი ტექნოლოგიები) აღნიშნული ინფორმაციის შესაგროვებლად. თუ გსურთ მოაცილოთ ან დაბლოკოთ კუკი-ფაილები თქვენი მოწყობილობიდან, შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები (გამოიყენეთ თქვენი ბრაუზერის  "help" მენიუ კუკი-ფაილების მოცილების ან დაბლოკვის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით).  sursati.ge“ არ არის პასუხისმგებელი თქვენი ბრაუზერის პარამეტრებზე.  შეგიძლიათ სათანადო და მარტივი ინსტრუქციები „კუკი-ფაილების“ მართვის წესების შესახებ სხვადასხვა ტიპის ვებ-ბრაუზერზე იხილოთ  შემდეგ ვებ-გვერდზე www.allaboutcookies.org.

იმისათვის, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოთ პერსონალიზირებული რეკლამის და იმის შესახებ თუ როგორ უარყოთ ჩვენი მომწოდებლების და სხვა რეკლამის შემქნელების მიერ „კუკი-ფაილების“ გამოყენება შინაარსის შერჩევის ან რეკლამის გამოგზავნისთვის თქვენთვის, ეწვიეთ მისამართზე: http://optout.networkadvertising.org/#!/ და http://www.aboutads.info/choices.

მოცემულ ეტაპზე ჩვენ არ ვპასუხობთ Do Not Track სიგნალებს ან სხვა მსგავს მექანიზმებს.  მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი Cookies Statement.

შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენს მიერ შეგროვებული და გაერთიანებული ან მესამე მხარეებისგან მიღებული ანონიმირებული პერსონალური მონაცემები მომხმარებლების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით (მაგალითად, შეგვიძლია გამოვიყენოთ გაერთიანებული ინფორმაცია ჩვენი მომხმარებლების პროცენტული მაჩვენებლების გამოსათვლელად, რომლებსაც აქვთ კონკრეტული სატელეფონო კოდი. ეს მოიცავს დემოგრაფიულ მონაცემებს, როგორიცაა დაბადების თარიღი, სქესი და ოჯახური მდგომარეობა, სავარაუდო კომერციული ინტერესები, როგორიცაა საყვარელი პროდუქტები ან ჰობი და სხვა ინფორმაცია, რომელიც შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენგან ან მესამე მხარეებისგან.     

ვინაიდან სხვა ინფორმაცია არ ახდენს პერსონალურად თქვენს იდენტიფიკაციას, ასეთი ინფორმაცია შეიძლება გამჟღავნდეს კანონით ნებადართულ ფარგლებში. ზოგ შემთხვევაში შეგვიძლია გავაერთიანოთ სხვა ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებთან. იმ შემთხვევაში, თუ გავაერთიანებთ სხვა ინფორმაციას პერსონალურ მონაცემებთან, კომბინირებული ინფორმაცია ჩვენს მიერ განიხილება პერსონალურ მონაცემებად წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.     

სენსიტიური/კონფიდენციალური ინფორმაცია

ტერმინი „სენსიტიური ინფორმაცია“ გულისხმობს ინფორმაციას თქვენს რასობრივ ან ეთნიკურ წარმოშობასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ   რწმენასთან, პროფ-კავშირების წევრობასთან, ჯანმრთელობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან ან სექსუალურ ორიენტაციასთან, გენეტიკურ ინფორმაციასთან, დანაშაულებრივ წარსულთან დაკავშირებით და ნებისმიერ ბიომეტრულ მონაცემს, რომელიც გამოიყენება უნიკალური იდენტიფიკაციის მიზნით. ზოგ იურისდიქციაში, მობილური ტელეფონის ნომრები, ადგილმდებარეობის მონაცემები და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში შეტანილი მონაცემები ასევე ითვლება სენსიტიურ/კონფიდენციალურ ინფორმაციად.   

ჩვენ ზოგადად არ ვაგროვებთ სენსიტიურ/კონფიდენციალურ ინფორმაციას გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ნებაყოფლობითია თქვენი მხრიდან ან მოგვეთხოვება მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენს მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები თქვენი უკეთ მომსახურების და კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით (მაგალითად, წვდომის უზრუნველყოფა).     

პერსონალური მონაცემები ბავშვებისგან

ჩვენ გამიზნულად არ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს 18 წლამდე ასაკის პირებისგან.   როგორც მშობელმა ან კანონიერმა მეურვემ არ მისცეთ თქვენს ბავშვებს უფლება წარადგინონ პერსონალური მონაცემები თქვენი ნებართვის გარეშე. 

მობილური და ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული მომსახურებები

ჩვენ ვუზრუნველყოფთ მობილურ პროგრამებს, რომელიც შეიძლება ჩამოიტვირთოს თქვენს სმარტფონში ან მობილურ მოწყობილობაში. აღნიშნულ პროგრამებს აქვს სხვადასხვა ფუნქციები, რომელიც აუმჯობესებს კლიენტის შთაბეჭდილებებს. მომსახურებების გაწევის გარდა ჩვენი პროგრამები აგროვებს პერსონალურ და სხვა ინფორმაციას, რომელიც გამოიყენება წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.  მაგალითად, პროდუქტების შეკვეთა ან შეკვეთის გაუქმება, შეცვლა, რჩეული პროდუქტების ჩამონათვალი მათ შორის მოგეთხოვებათ წარმოადგინოთ პერსონალური მონაცემები ან სხვა ინფორმაცია საჭიროების მიხედვით. ჩვენ წინამდებარე დებულების ბმულს მივაწვდით კლიენტებს ჩვენი ნებისმიერი პროგრამის ჩამოტვირთამდე.   

იმ შემთხვევაში, თუ დაუშვებთ ჩვენი მობილური პროგრამული საშუალებების წვდომას თქვენი ადგილმდებარეობის ინფორმაციაზე თქვენს მობილურ მოწყობილობაზე, ჩვენს მობილურ პროგრამულ საშუალებებს შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი მობილური მოწყობილობის გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) ტექნოლოგია და სხვა ტექნოლოგია (როგორიცაა უსადენო გადამცემი, სახელწოდებით   გეოდეზიური სიგნალები/beacons) თქვენთვის ინფორმაციის და შეთავაზებების მოწოდების მიზნით თქვენი მოწყობილობის ადგილმდებარეობაზე.  გეოდეზიური სიგნალები/Beacons საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ მონაწილე რესტორნების და სურსათის მაღაზიების ფარგლებში მობილური მოწყობილობებით კომუნიკაციის საფუძველზე.  ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია თქვენი შთაბეჭდილებების გასაუმჯობესებლად ჩვენი სერვისის სარგებლობისას, push-შეტყობინებების და სხვა კონტენტის მიწოდებით თქვენს მობილურ მოწყობილობაზე, ნავიგაციის დახმარების უზრუნველყოფით თქვენი გადაადგილების მიხედვით ჩვენი ლოკაციების გარშემო და თქვენთვის ინფორმაციის და შეთავაზებების გამოგზავნით პროდუქტების, მომსახურებების ან აქტივობების შესახებ, რომელიც ჩვენი აზრით თქვენს ინტერესებში შედის.  ასევე შეგვიძლია აღნიშნული ინფორმაცია გავუზიაროთ მესამე მხარეებს, მათ შორის ბიზნეს პარტნიორებს და მომსახურების პროვაიდერებს, თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის, შეთავაზებების და მომსახურებების მოწოდების მიზნით. თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუშალოთ ან შეზღუდოთ ადგილმდებარეობის შესახებ ინფრომაცია პარამეტრების შეცვლის საფუძველზე  უშუალოდ პროგრამაში ან თქვენი მოწყობილობის პარამეტრების შეცვლის საფუძველზე.

გთავაზობთ აღნიშნულ მობილურ და ადგილმდებარეობაზე დაფუძნებულ მომსახურებებს მხოლოდ მოქმედი ადგილობრივი კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში .

ბმულები მესამე მხარის ვებ-გვერდებზე და მომსახურებებზე  

ჩვენი ვებ-გვერდი და მობილური პროგრამები შესაძლოა მოიცავდეს ბმულებს მესამე მხარეების ვებ-გვერდებზე. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი ასეთი მესამე მხარეების მიერ მონაცემების და ინფორმაციის შეგროვებაზე, გამოყენებაზე, შენახვაზე, გაზიარებაზე ან გამჟღავნებაზე.  თუ თქვენ წარმოადგენთ ინფორმაციას მესამე მხარის ვებ-გვერდებზე და გამოიყენებთ აღნიშნულ გვერდებს, ასეთ შემთხვევაში მოქმედებს აღნიშნულ საიტებზე მომსახურებების პირობები და კონფიდენციალობის პოლიტიკა. მოგიწოდებთ, პერსონალური მონაცემების წარდგენამდე გაეცნოთ იმ ვებ-გვერდების კონფიდენციალობის პოლიტიკას, რომლებსაც ეწვევით.  

პერსონალური მონაცემების დაცვა

„sursati.ge“ მიიღებს სათანადო ზომებს: (i) უნებართვო წვდომისგან, გამჟღავნებისგან, შეცვლისგან ან განადგურებისგან პერსონალური მონაცემების დაცვის და (ii) პერსონალური მონაცემების სიზუსტის დაცვის და განახლების მიზნით.  უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, „sursati.ge“ აცნობებს მომხმარებლებს მოქმედი კანონმდებლობის ან რეგულაციების მოთხოვნის შესაბამისად.

ჩვენ ასევე მოვითხოვთ, რომ ჩვენმა აფილირებულმა პირებმა და მომსახურებების პროვაიდერებემა, რომლებსაც ვუზიარებთ პერსონალურ მონაცემებს, გამოიყენონ სათანადო ზომები თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის დაცვის მიზნით.

ონლაინ ტრანზაქციებისთვის ვიყენებთ მესამე პირის მომსახურებას, რომელიც პასუხისმგებელია თქვენსმიერ მათი ვებ-გვერდის მეშვეობით გადაცემული პერსონალური მონაცემების დაცვაზე. თუმცა, სამწუხაროდ, არანაირი უსაფრთხოების სისტემა ან ინტერნეტით მონაცემთა გადაცემის სისტემა არ იძლევა სრული დაცვის გარანტიას.

საკუთრივ თქვენი კონფიდენციალობის დაცვისათვის, არ გამოგვიგზავნოთ საგადახდო ბარათის ნომერი ან ნებისმიერი სხვა პირადი მონაცემი ელ-ფოსტით.    

ჩვენ არ დაგიკავშირდებით მობილური/ტექსტური შეტყობინებით ან ელ-ფოსტით თქვენი კონფიდენციალური პერსონალური მონაცემების ან საგადახდო ბარათის მონაცემების მოთხოვნისთვის. ჩვენ არ დაგიკავშირდებით იმისათვის, რომ გკითხოთ ინფორმაცია „sursati.ge“-ზე თქვენი რეგისტრაციის შესახებ, კერძოდ მომხმარებლის სახელს და პაროლს. თუ თქვენ მიიღებთ ამ ტიპის შეკითხვას არ უპასუხოთ მას.   ასევე გთხოვთ გვაცნობოთ შემდეგ მისამართზე:  info@sursati.ge.

თქვენი პერსონალური მონაცემების შეცვლა და მათზე წვდომა

მოქმედი კანონით მოთხოვნილ ფარგლებში, შესაძლებელია მოითხოვოთ, რომ გაცნობოთ იმ პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელსაც ვინახავთ თქვენს შესახებ და საჭიროების შემთხვევაში უარი განაცხადოთ კონკრეტული მონაცემების დამუშავებაზე და/ან მოითხოვოთ, რომ ჩვენ განვაახლოთ, შევასწოროთ, წავშალოთ და/ან შევწყვიტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება. ჩვენ განვახორციელებთ ყველა საჭირო შესწორებას და ცვლილებას მოქმედი კანონით განსაზღვრულ ვადაში და როგორც ამას მოითხოვს კანონი.  კანონით დაშვებულ ფარგლებში შეგვიძლია დავაწესოთ სათანადო მოსაკრებელი მოთხოვნის დაკმაყოფილების ხარჯების დასაფარად. ასეთი მოთხოვნები შეიძლება წარდგენილ იქნას წერილობითი ფორმით info@sursati.ge. თქვენი კონფიდენციალობის დაცვისათვის, შეგვიძლია ვუპასუხოთ ასეთ მოთხოვნებს თქვენს მიერ დარეგისტრირებულ ან სხვაგვარად ჩვენთვის მოწოდებულ ელ-ფოსტის მისამართზე. გახსოვდეთ, რომ ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში ვერ შევძლებთ მოგაწოდოთ იმავე ხარისხის და სახის მომსახურებები,  რასაც მიჩვეული ხართ.

გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, მოქმედი კანონის საფუძველზე, შეგიძლიათ მოითხოვოთ რომ შევწყვიტოთ თქვენს შესახებ პერსონალური მოანცემების გაზიარება ჩვენი ბიზნეს პარტნიორებისთვის ან რომ „sursati.ge-მ შეწყვიტოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემების გამოყენება ჩვენთან დაკავშირების გზით, ელ-ფოსტის მისამართის გამოყენებით. ვეცდებით დავაკმაყოფილოთ აღნიშნული მოთხოვნები მოქმედი კანონის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების შენახვა

ჩვენ ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს თქვენს შესახებ წინამდებარე დებულებაში მითითებული მიზნების მიღწევისთვის საჭირო პერიოდით, თუ მეტი ვადა არ იქნება მოთხოვნილი ან დაშვებული მოქმედი კანონით.  ჩვენ ვინახავთ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ მომხმარებლების შეკვეთები,  ორი წლის განმავლობაში აქტივობის შეწყვეტიდან. ჩვენ ვინახავთ სხვა პერსონალურ მონაცემებს უფრო მოკლე ვადით თუ ეს შესაძლებელია და დაშვებულია მოქმედი კანონით. 

ჩვენ გავანდგურებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში და იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათი აღდგენა ან რეკონსტრუქცია.

ქაღალდზე დაბეჭდვის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები განადგურდება დაცული გზით, როგორიცაა ნაბეჭდი დოკუმენტების დახევა ან დაწვა ან სხვაგვარი ფორმით, და ელექტრონული ფორმით შენახვის შემთხვევაში პერსონალური მონაცემები განადგურდება ტექნიკური საშუალებებით იმგვარად, რომ მოგვიანებით შეუძლებელი იყოს მათი აღდგენა ან რეკონსტრუქცია..

არჩევანიმარკეტინგული კომუნიკაციები

თუ მოგვაწვდით საკონტაქტო ინფორმაციას (საფოსტო მისამართი, ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი) გაცნობებთ თქვენს მიერ მითითებული პარამეტრების შესაბამისად და თქვენი თანხმობით (საჭიროების შემთხვევაში) ჩვენი პროდუქტების და მომსახურებების შესახებ, იმისათვის რომ მოგიწვიოთ ღონისძიებაზე ელ-ფოსტის, ონლაინ რეკლამის, სოციალური ქსელის,  WeChat, WhatsApp, ტელეფონის, ტექსტური შეტყობინების, (მათ შორის SMS და MMS), push-შეტყობინებების, პროგრამული გაფრთხილებების, საფოსტო მისამართის, ჩვენი კლიენტების მომსახურების ქოლ ცენტრის და სხვა საშუალებების გამოყენებით.

თუ თქვენ ხართ „sursati.ge“-ს წევრი, შეგიძლიათ შეცვალოთ ჩვენგან მიღებული კომუნიკაციები ჩვენთვის წერილობითი შეტყობინების გამოგზავნით ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე:  info@sursati.ge.

თუ გსურთ არ მიიღოთ ელ-ფოსტით მარკეტინგული მასალები ჩვენგან, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს განაცხადოთ უარი ჩვენგან მიღებულ ელ-ფოსტაში უარის ფუნქციის გამოყენებით. შეტყობინის მიღებაზე უარის ძალაში შესვლას სჭირდება ათი სამუშაო დღე.   

შეგიძლიათ აკონტროლოთ და შეამოწმოთ გამოგიგზავნათ თუ არა ჩვენმა მობილურმა პროგრამამ  push -შეტყობინებები თქვენი შეტყობინების პარამეტრების შეცვლით თქვენს მობილურ მოწყობილობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩაგრთავთ პროგრამული შეტყობინებების გაგზავნაში, ჩვენ დავუშვებთ კონტროლს თქვენს პროგრამულ პარამეტრებში. დამატებითი ინფორმაციისთვის „კუკი-ფაილების“ და პერსონალიზირებული რეკლამის შესახებ და აღნიშნული ტექნოლოგიების მართვის წესების გაცნობის მიზნით გთხოვთ იხილეთ  ჩვენი Cookies Statement.

დებულების მოდიფიკაციები

ჩვენ უფლება გვაქვს პერიოდულად შევცვალოთ წინამდებარე დებულება. დებულების არსებითი ცვლილებების შემთხვევაში, ჩვენ მივუთითებთ ბმულს შესწორებულ დებულებაზე ჩვენი ვებ-გვერდის საწყის გვერდზე, ასევე გაცნობებთ თქვენს მიერ მოწოდებული საკომუნიკაციო საშუალებით. შეგიძლიათ შეამოწმოთ წინამდებარე დებულების ბოლო შესწორება, ბმულის დათვალიერებით, დებულების ზედა ველში მითითებულ დღეს.  ნებისმიერი ცვლილება ჩვენს დებულებაში ძალაში შევა საიტზე შესწორებული დებულების განთავსების შემდეგ. საიტის, ნებისმიერი ჩვენი პროდუქტის და მომსახურებების გამოყენება და/ან თანხმობის წარდგენა შესწორებულ დებულებაზე ასეთი ცვლილებების შემდეგ, გულისხმობს თქვენს მიერ მოქმედი შესწორებული დებულების მიღებას.  

დაგვიკავშირდით

შეკითხვების შემთხვევაში წინამდებარე დებულების ან „sursati.ge“-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის შესახებ, ან თუ თქვენ გსურთ კომპლიმენტის ან პრეტენზიის წარდგენა, დაგვიკავშირდით ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე:  info@sursati.ge. ჩვენ გიპასუხებთ 30 დღის განმავლობაში ან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში.